შპს „Besttechnics“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 44698486) ვებ-გვერდის სარგებლობით, უფლებას ვაძლევ გამყიდველს:
ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც Besttechnics.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი/სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.
მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ასევე საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.
მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.