მიმწოდებელი კომპანია
შპს ,,Best Technics“-ის ინტერნეტ მაღაზიით ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას პასუხისმგებელი კომპანიაა შპს ,,Best Technics“-ი.
შპს ,,Best Technics“-ის პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის მყიდველზე მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ.
პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს ,,Best Technics“-ის შემდეგ ელ. ფოსტაზე: besttechnics2022@gmail.com , ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: 595 511 542. გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს ,,Best Technics“-ი აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე. , ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ კურიერის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს კურიერისაგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: besttechnics2022@gmail.com
მიწოდების ფასები და პერიოდი
სტანდარტული მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-5 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდება და მონტაჟი საქართველოს მასშტაბით არის უფასო
მიწოდებისა და მიტანის პირობები
თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: besttechnics2022@gmail.com და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.
საგარანტიო პირობები
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი - ,, მომხმარებელთა უფლებათა კანონში ‘’ გაწერილი პირობების გათვალისწინებას . გაყიდვის შემდგომი დაზიანებული მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას - სრული გარანტიის პირველ პერიოდში - 2( ორი ) წელი , რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად .
- საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს შპს ,,Best Technics“-ს
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საგარანტიო ნივთის შეკეთება ან შეცვლა უნდა მოხდეს შესაკეთებელი მოწყობილობის ავტორიზებულ სერვის ცენტრში წარდგენიდან გონივრულ ვადაში .
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
-
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
-
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა“.
-
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
-
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
- დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
- დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
- თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი-შეძენილი ნივთის მიღებისთანავე შეამოწმეთ მისი ვიზუალური მდგომარეობა ელიტ ელექტრონიქსის წარმომადგენლის თანდასწრებით.
- თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5(ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველმა დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს შპს ,,ელიტ სერვისში“. იმ შემთხევაში, თუ შპს ,,ელიტ სერვისი“ შეცვლის აქტით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
- თუ საგარანტიო ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან გონივრულ ვადაში, ,, მომხმარებელთა უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებელი პირობების დაცვით .
- მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს , მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე - 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ესეთ დროს ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ( ტრანსპორტირება , დემონტაჟი და ა. შ ) მომხმარებელს ეკისრება
დამატებითი პირობები
- მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს , მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე - 14 კალენდარული დღის განმავლობაში და დააბრუნოს შეძენილი ნივთი.
- ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც.
- მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება და გასწიოს მობრუნებასთან დაკავშირებული სრული ხარჯები მათ შორის ტრანსპორტირება და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟიც.(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- თანხის უკან დაბრუნების დროს ხდება მხოლოდ ნივთის ღირებულების დაბრუნება,შპს ,,Best Technics“-ი არ არის ვალდებული მომხმარებელს აუნაზღაუროს მის მიერ ნივთის შეძენისას გადახდილი ტრანსპორტირების საფასური.(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- 10 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაცო ფასი არ აღემატება 50 (ოცდაათი) ლარს